როგორია ევროპასთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე? ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი დან ალექსე შტეფან ფიულეს - ევროკომისარს გაფართოების საკითხებში.
22 დეკემბერს შეერთებული შტატების სენატორებმა მხარი დაუჭირეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული იარაღის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიკაციას.
გალის რაიონის ძველი ადმინისტრაციული საზღვრების შესაძლო აღდგენაზე საუბარი ბოლო დროს სულ უფრო აქტიურდება. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ამ საკითხის ყოველ ჯერზე წამოწევა პროვოკაციის მცდელობაა.
რუსეთმა „არამეგობრული“ ჟესტი უწოდა ბრიტანეთიდან მისი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გამოძევებას. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა და დასძინა, რომ მის ნაბიჯს რუსეთმა ანალოგიური ქმედებით უპასუხა.
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიის პრეზიდენტის პოსტს მეოთხე ვადით 2011 წლის 19 თებერვლიდან ჩაიბარებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი მღელვარება არ დამცხრალა, ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი უკვე დაასახელა.
უკრაინაში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება წაუყენეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს.
ბელორუსიაში კვირას გამართული არჩევნების ოფიციალური შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო მეოთხე ვადით იქნა არჩეული ბელორუსიის პრეზიდენტად. ვისაც ეჭვი ეპარება ამ შედეგში, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.
თბილისი უკომენტაროდ დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ მარტიმ, რომელიც საქართველოში 20 დეკემბერს, რუსეთში სტუმრობის შემდეგ ჩამოვიდა.
რუსი "მესაზღვრეები" ახალგორში იმ პირებს აღარ უშვებდნენ, რომლებსაც ადგილობრივი რეგისტრაცია არა აქვთ. საგუშაგოდან არაერთი ადამიანი უკან გააბრუნეს.
ბელორუსიის ვეტერანი პრეზიდენტი - ალექსანდრ ლუკაშენკა - აცხადებს, რომ 19 დეკემბრის არჩევნებში მეოთხე ვადითაც მოიპოვა პრეზიდენტობა, დიდი უპირატესობით. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ქვეყნის დედაქალაქი - მინსკი - კვირა საღამოს ძალადობამ მოიცვა.
მინსკში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეჭრა სცადეს პარლამენტის შენობაში, სადაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უდევს ბინა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი, რომელიც კრიზისის დინამიკას სხვადასხვა ქვეყანაში აკვირდება, საქართველოზე ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებათა მეთოთხმეტე რაუნდზე, საქართველოს დელეგაცია ჩადის.
ჩამოტვირთე მეტი