28 დეკემბერს სამებაში შეკრებილი აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება - მათ შორის, შავოსანი დედები და ომის ვეტერანები - აფხაზებს შერიგებისაკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი მეტი ყურადღებისაკენ მოუწოდებდნენ.
16 წლის მმართველობის შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიაში თითქმის 80 პროცენტიანი მარჟით იგებს არჩევნებს. ”ევროპის უკანასკნელი დიქტატორი”- ასე მოიხსენიებს ლუკაშენკოს დასავლური მედია. ვრცელდება დაკავებების, აქტივისტების ცემის, პროტესტის ძალისმიერი დაშლის კადრები.
ბათუმის სახელმწიფო თეატრში დღეს გაიხსნა აფხაზთა პირველი ფორუმი. ფორუმი აჭარაში მცხოვრები აფხაზების ინიციატივით ტარდება. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ფორუმში 500-მდე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან აგვისტოს ოკუპაციის შემდეგ აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზი ოჯახები.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი თბილისი მთავრობას სამარშრუტო ტაქსების სატენდერო კომისიის დაუყოვნებელ შეკრებას სთხოვს.
რუსეთის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ურთიერთობა იოლია, საპატიმროში მყოფ მიხაილ ხოდორკოვსკის ბედს სასამართლო გამოძიება გადაწყვეტს - ამ და სხვა თემებზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა..
როგორია ევროპასთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე? ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი დან ალექსე შტეფან ფიულეს - ევროკომისარს გაფართოების საკითხებში.
22 დეკემბერს შეერთებული შტატების სენატორებმა მხარი დაუჭირეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული იარაღის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიკაციას.
გალის რაიონის ძველი ადმინისტრაციული საზღვრების შესაძლო აღდგენაზე საუბარი ბოლო დროს სულ უფრო აქტიურდება. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ამ საკითხის ყოველ ჯერზე წამოწევა პროვოკაციის მცდელობაა.
რუსეთმა „არამეგობრული“ ჟესტი უწოდა ბრიტანეთიდან მისი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გამოძევებას. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა და დასძინა, რომ მის ნაბიჯს რუსეთმა ანალოგიური ქმედებით უპასუხა.
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიის პრეზიდენტის პოსტს მეოთხე ვადით 2011 წლის 19 თებერვლიდან ჩაიბარებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი მღელვარება არ დამცხრალა, ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი უკვე დაასახელა.
უკრაინაში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება წაუყენეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს.
ბელორუსიაში კვირას გამართული არჩევნების ოფიციალური შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო მეოთხე ვადით იქნა არჩეული ბელორუსიის პრეზიდენტად. ვისაც ეჭვი ეპარება ამ შედეგში, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.
ჩამოტვირთე მეტი