ჯულიან ასანჯი ძებნილია. პოლიტიკურ აქტივისტს, ჟურნალისტს, კომპიუტერის სპეციალისტს, ჰაკერს სხვადასხვა ქვეყანაში ეძებენ. ასანჯს ეძებენ, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ საიდუმლო სახელმწიფო-სამხედრო, დიპლომატიურ მასალებს აქვეყნებს თავისი საინტერნეტო ვებსაიტის - „ვიკილიკსის“ - გზით, და, მეორე, იმიტომ, რომ შვედეთის ხელისუფლებამ საქმე აღძრა მის წინააღმდეგ სულ სხვა ბრალდებით.