შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მომხდარ რამდენიმე აფეთქებასთან დაკავშირებით 6-კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელიც რუსი ოფიცრების დავალებით მოქმედებდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ლეიბორისტული პარტიის ოფისთან, ასევე, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს მომხდარი აფეთქებები.