დღეს ოკუპირებულ გალში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული, აფხაზური, რუსული მხარის, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.