ავღანეთში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტზე საჯაროდ არაფერი იყო ცნობილი, ვიდრე ის კვირას გამთენიისას ჩაფრინდებოდა ამ ქვეყანაში. ობამა ავღანელ კოლეგას შეხვდა, შემდეგ კი ამერიკელ ჯარისკაცებს მიმართა, შეაქო მათი, ობამას სიტყვებით, „სიმამაცე“ და „გმირობა“ ომში, რომელიც მეცხრე წელია, გრძელდება.