კვირას ერაყში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს კენჭისყრა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. პარასკევს ერაყელმა პოლიტიკოსებმა საბოლოოდ მიმართეს თავიანთ ამომრჩეველს, კვირას დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ.
ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა და არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის მიერ გახმაურებულ მიზანს - მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან, არაერთი სახის კითხვის ნიშანი უკავშირდება.
მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი საქართველოს ოპოზიციური პარტიის, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. რაზე ისაუბრა ორმა პოლიტიკოსმა? ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ თავად ნინო ბურჯანაძეს.
„ჩვენი მეგობრები კრემლიდან“ - ასე ეწოდება სტატიას, რომელიც 25 თებერვალს, საფრანგეთში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის სტუმრობამდე რამდენიმე დღით ადრე, საფრანგეთის გავლენიან ყოველკვირეულ ჟურნალ „ნუველ ობსერვატორში“ გამოქვეყნდა.
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე განაგრძობს ვიზიტს მოსკოვში. დღეს იგი რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს სერგეი მირონოვს ხვდება. ქართულ მედიასთან საუბარში ბურჯანაძემ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვას პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაული უწოდა.
5 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, გოგოლაშვილის აზრით, თუკი ოკუპაციის საკითხის მიუღებლობის ხარისხი განელდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ის კიდევ უფრო მეტად დაკარგავს აქტუალურობას.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს. როგორც რადიო თავისუფლებასთან სტელეფონო საუბარში განაცხადა ბურჯანაძემ, ის და პუტინი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის „პრაქტიკულად, ყველა ასპექტს“ შეეხნენ.
მაშინ, როდესაც ნინო ბურჯანაძე მოსკოვში დიდი პოლიტიკის ”გასაკეთებლად” გაემგზავრა, თბილისში წინასაარჩევნო კამპანია გამოაცხადა დედაქალაქის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ და ამის შესახებ 4 მარტს თავად განუცხადა ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას.
ჰოლანდიაში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ისლამის კრიტიკით ცნობილი პოლიტიკოსის, გეერტ ვილდერსის, პარტიამ, რაც მოწმობს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ეს პარტია ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე იქნება.
4 მარტს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე, თბილისში კიდევ ერთი ახალი - სახალხო-დემოკრატიული - პარტია დაფუძნდა. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ ყურადღება ცოტა ხნის წინ მიიქცია, როდესაც მის ლიდერად და მერობის კანდიდატად ნიკა ივანიშვილი დასახელდა.
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები” საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის წინააღმდეგ გამოდს და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებიც თან ახლავს საზღვრის გახსნას
პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქართულმა მხარემ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღი გამოიყენა და თავს დაესხა რუსეთის სამშვიდობო ძალებს.
ჩამოტვირთე მეტი