9 აპრილს არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებში რამდენიმე სიახლე გამოვლინდა, თუმცა ორ სხვადასხვა პოლიტიკურ გზაზე. გარდა იმისა, რომ გაერთიანებაში „ალიანსი საქართველოსთვის“ კიდევ ერთი პარტია გაწევრიანდა, სალომე ზურაბიშვილის პარტიის სახით, ასევე 9 აპრილს გამოცხადდა ”ეროვნული საბჭოს” ერთიანი კანდიდატი.