ყირგიზეთის პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ მზად არის გადადგეს იმ შემთხვევაში, თუკი მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. ამასთან, ბაკიევმა თვითგამოცხადებული მთავრობის ლიდერი როზა ოტუნბაევა თავისთან, სოფელ ტეიტში, მიიწვია მოლაპარაკების გამართვის მიზნით.