ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი გადადგა მას მერე, რაც ქვეყანა დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა. ბაკიევი ქვეყნის დატოვებამდე აცხადებდა, რომ მზად იყო გადამდგარიყო, თუკი ექნებოდა პირადი და ოჯახის წევრთა უსაფრთხოების გარანტია. 7 აპრილს, ბიშკეკში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შედეგად, 80 ადამიანზე მეტი დაიღუპა.