ამ თემაზე საუბარი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა დაიწყო. არსენიშვილი ახლახან დაბრუნდა ავსტრიაში მივლინებიდან და საკუთარი კომიტეტის წევრებს ახალი იდეა გააცნო.
ლევან ვარშალომიძის კრიტიკული განცხადებები პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მისამართით არის ობიექტური აუცილებლობა, ცენტრსა და რეგიონს შორის დაპირისპირება, თუ წინასაარჩევნო პიარი?
ილეანა როს-ლეჰტინენის აზრით, აშშ-ის კონგრესმა ყველა ზომას უნდა მიმართოს საფრანგეთის დასარწმუნებლად, რომ „მისტრალის“ რუსეთისთვის მიყიდვას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
პანკისის ხეობის, სოფელ დუისის მოსახლეობა 16 წლის ახმედ გაორგაშვილის მკვლელობის გამო სისხლის აღებით იმუქრება. გაორგაშვილის ახლობლები აზრერბაიჯანის ხელისუფლებისგან იმ მესაზღვრის სასწრაფოდ დაკავებას და დასჯას მოითხოვენ, რომელმაც მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მიერ ქვეყნის დატოვებიდან ერთი დღის შემდეგ, ყირგიზეთის ახალი, დროებითი მთავრობა პირობას დებს, რომ 7 აპრილს მომხდარი ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიში წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე რამდენიმე დღის წინ, წერილობითი ფორმით გააკრიტიკა
კოკოითის გუნდის წევრები ხმას ავრცელებენ, რომ ბროვცევის დღეები დათვლილია და მას მალე მოხსნიან. ბროვცევის მოხელეები კი ამბობენ, რომ ისინი პუტინმა გამოაგზავნა და თუ მათ მოხსნიან, რუსეთი ფინანსურ დახმარებასაც შეწყვეტს.
აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსულები ამბობენ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას აფხაზ მესაზღვრეებს ფულს უხდიან - 100-დან 300 რუსულ რუბლამდე. მათი თქმით, აფხაზი სამხედროები არც ლარის აღებაზე ამბობენ უარს.
”მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს” - ასეთია თბილისის მერის კიდევ ერთი კანდიდატის, გოგი თოფაძის, საარჩევნო ლოზუნგი. ”მრეწველების” ლიდერი საარჩევნო პროგრამაში აქცენტს კვლავ თბილისელების დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე აკეთებს.
16 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა მიქელაძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ქსელის დირექტორი. სტუმარმა ისაუბრა არჩევნების მონიტორინგის მნიშვნელობაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის შესახებ ახალი ხელშეკრულება გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც პრეცედენტი ორმხრივი ურთიერთობის სხვა სფერობეში.
ორშაბათს, 12 აპრილს, მოსკოვში შეიარაღებულმა პირმა ვეტერანი მოსამართლე სახლიდან გამოსვლისას მოკლა. მოსამართლე ედუარდ ჩუვაშოვი ულტრანაციონალისტების წინააღმდეგ მკაცრი განაჩენების გამოტანით იყო ცნობილი.
ჩამოტვირთე მეტი