სოზარ სუბარის ინიციატივის საფუძველზე, გარკვეული ოპოზიციური ძალები საერთო ენის გამონახვას შეეცდებიან. ამჯერად მიზანს წარმოადგენს არა ”ოპოზიციური ერთობის” შექმნა, არამედ შეთანხმება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩვეულებრივ ვითარებაშიც კი არ იყო ცხოვრება უსაფრთხო. ტერაქტების შემდეგ ისინი შიშობენ, რომ „ჯოხი მათზე გადატყდება“.
მოსკოვსა და ყიზლარში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ კვლავ წამოტივტივდა ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველის, ჯეიმს ჯორჯ იატრასის სტატია.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის მტკიცებით, უახლოეს მომავალში აფხაზეთის დამოუკიდებლობა, შესაძლოა, ბოლივიამ და ეკვადორმა აღიარონ. ამის შესახებ თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა.
ოკუპირებულ გალის რაიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ საბერიოს 15 მკვიდრი დააკავეს. დღეს რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთ, ოტობაია-ორსანტიის ე.წ. საზღვართან 15 მოქალაქე დააკავეს.
მოსახლეობა ითხოვს, ოტობაია-განმუხურთან, ნაბაკევი-ხურჩასთან და ოტობაია-ორსანტიასთან "საზღვრის" გადაკვეთის უფლება ჰქონდეთ და რუს მესაზღვრეებთან პრობლემები არ შეექმნათ. რამდენად უსაფრთხო იქნება საპროტესტო აქცია?
„საქართველო ომის შემდეგ და მის წინაშე მდგარი გამოწვევები“ - ასე ერქვა ჩეხეთის ქალაქ ბრნოში 16-20 მარტს გამართული სემინარის ერთ-ერთ სადისკუსიო პანელს, რომელზეც აუდიტორიას საკუთარი თვალთახედვა გააცნეს საქართველოდან ჩამოსულმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ბოლო პერიოდში ცხინვალში სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთიდან ჩასული პოლიტიკოსების კრიტიკა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი მეორე კვირაა, ცხინვალში აღარ გამოჩენილა.
2 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.
სოზარ სუბარის შეთავაზებას, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მაჟორიტარი წევრების კანდიდატურებს უკავშირდება, ძირითადად, უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა ადრესატი ოპოზიციური ძალების მხრიდან.
ცენტრალურ აზიაში ბან კი მუნის გამგზავრებამდე, მას ავტორიტეტიანმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ მოუწოდა, რეგიონის ლიდერებთან საუბრების დროს წამოჭრას ყველაზე მწვავე პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოსგან” 177 552 დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.
ჩამოტვირთე მეტი