23 აპრილს, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საქართველოს მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგები, ”ბარომეტრი 2009” გამოაქვეყნა. გამოკვლევის მთავარი მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოება მის მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და რამდენად ხედავს ამის შესაძლებლობას.
24 აპრილს სომხეთსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც სომხური დიასპორა სახლობს, „სომეხთა გენოციდის დღე“ აღინიშნება. სომხეთი „გენოციდს“ უწოდებს ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომხების ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც 1,5 მილიონამდე ადამიანი ემსხვეპლა.
iList-ი CNN-ის ახალი რუბრიკაა - გადაცემების სერია, რომელიც ერთი თვის მანძილზე ერთ რომელიმე ქვეყანას ეთმობა: მის ტრადიციებს, დღევანდელობას, განვითარების პერსპექტივებს, პოლიტიკას, ბიზნესს, რელიგიას, სპორტსა თუ ხელოვნებას.
როგორც პრეზიდენტი, ყირგიზეთში დაბრუნებას არ ვაპირებო, უთხრა ყირგიზეთის დამხობილმა პრეზიდენტმა, ყურმანბეკ ბაკიევმა, ჟურნალისტებს. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ამიერიდან სათამაშოების კეთებას მიჰყოს ხელი.
საარჩევნო კამპანიის წარმოებისას შექმნილი უთანასწორო საარჩევნო გარემოს არსებობის ერთ-ერთ მაგალითად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მმართველი პარტიის სასარგებლოდ საბიუჯეტო რესურსების ხარჯვას ასახელებენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომელი და ალტერნატიული პრეზიდენტობის კანდიდატი, თეიმურაზ ჯერაპოვი დააკავეს.
არაერთხელ გამოიხატა უკმაყოფილება რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო გარიგებასთან დაკავშირებით, იყო ეს ამერიკელი კონგრესმენის თუ საქართველოში ამერიკის ელჩის მხრიდან. მისტრალის თემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ ნატოს წევრი ცალკეული ქვეყნებიც.
თურქეთის და სომხეთის დაახლოების იმედი, ამ ეტაპზე მაინც, გაქარწყლდა მას მერე, რაც ერევანში მმართველმა კოალიციამ არ ისურვა რატიფიცირება გაუკეთოს ორ, ტრადიციულად არამეგობრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის შეთანხმებას.
სახელმწიფო ჰიმნი თავის როლს თამაშობს ყველა საზოგადოებაში. ზოგან ის მეტად მოსწონთ და უყვართ და პოპულარულია, ზოგან - ნაკლებად. ზოგიერთ ქვეყანაში ძველი ჰიმნი აქვთ, როგორც მაგალითად, საფრანგეთში, ან გერმანიაში, უფრო ახალ ქვეყნებში კი ახლა ქმნიან, ცვლიან და სწავლობენ ახალ სახელმწიფო ჰიმნებს.
22 აპრილს, „საღამოს თავისუფლების“ სტუმარი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, რომელიც პრაღაში მონაწილეობს კონფერენციაში სახელწოდებით - „რუსეთის სამხედრო დოქტრინა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოწვევები."
გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტში დღეს შევიდა საჩივარი, რომელშიც ნათქვამია, რომ ყაზახეთში არ აღკვეთილა და არც ისჯება პოლიციის მხრიდან ადამიანების წამება. არადა, ყაზახეთი ამჟამად ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა.
პოლონეთში 10 აპრილის ტრაგედიის გამო გლოვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის ემზადება. როგორ ართმევს თავს გამოწვევებს პოლონელი ხალხი და რა არის მათი მთავარი იარაღი კრიზისულ სიტუაციაში? გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძე.
ჩამოტვირთე მეტი