სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ემზადება, ამისთვის პარლამენტის დეპუტატების ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო...
27 აპრილს ლოს ანჯელესში, მილკენის ინსტიტუტში, საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის თემა კონფერენციის ორგანიზატორებმა ასე ჩამოაყალიბეს: ”სიღარიბე ბედისწერა არ არის“. საუბარს უძღვებოდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი გედმინი.
”ალიანსი საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის ბრძოლას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის გარეშე იწყებს. სოზარ სუბარი საარჩევნო მარათონს ეთიშება.
ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ ორი თვის წინ გახდა, მაგრამ მან უკვე ძალიან მკვეთრი ნაბიჯები გადადგა თავისი ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ დასაბრუნებლად. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ იანუკოვიჩი უკრაინის საზოგადოების პოლარიზებას ახდენს.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ განაგრძობს ეგრეთწოდებული პოლიტიკური პატიმრებისა და იმ ადამიანების მონაცემთა გამოქვეყნებას, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ.
”ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი აღარ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას. ამასთან, სუბარმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ბრძოლის წინა ხაზზე აქტიურ პოზიციებზე რჩება.
არაინფორმირებულობა და განცდა იმისა, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება, მოსახლეობაში ნიჰილიზმს ამკვიდრებს. პოლიტიკურმა ლიდერებმა აქცენტი თბილისზე აიღეს, რეგიონებში მაცხოვრებლებმა კი დღემდე ვერ გაიგეს - რას და ვის ირჩევენ.
„აბსოლუტური ღიაობა“ - ასე აფასებს რუსეთის სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელი დღეს გადადგმულ ნაბიჯს, 1940 წლის კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული დოკუმენტების ინტერნეტში გამოქვეყნებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მასალებს გრიფი „საიდუმლო“ უკვე დიდი ხანია მოხსნილი აქვს
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი საფრანგეთისგან შეძენილი პირველივე ”მისტრალის” განთავსებას, სავარაუდოდ, სევასტოპოლში აპირებს, რუსეთის მედიამ ჯერ კიდევ მანამდე გაავრცელა, ვიდრე კიევი და მოსკოვი ბევრისთვის სადავო ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ორსაათიანი დებატების შემდეგ, საქართველო-რუსეთის ომის შედეგების განხილვა და ახალი რეზოლუციის შემუშავება საშემოდგომო სესიისათვის გადაიდო. მანამდე კი ასამბლეაზე გამოვიდა ჰაიდი ტალიავინი.
გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ ხელფასი, რომელსაც მათ საქართველოს განათლების სამინისტრო კვარტალში ერთხელ უხდის, ხუთი თვეა არ მიუღიათ.
ევროპაში ენერგეტიკული პროექტებისა და ”მისტრალის” ისტორიის ფონზე რუსეთის მიმართ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შეცვლის ტალღა გაგრძელდა უკრაინაში და, როგორც ბევრი ვარაუდობს, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შერბილებისკენ მიდის პოლონეთი. რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა საქართველოზე, მის ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ზოგადად, მომავალზე?
ჩამოტვირთე მეტი