ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ ორ თვეში სამი მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი გუნდი გამოიკვეთა. სწორედ მათ ურთიერთობაზე და მათ შორის ხმების განაწილებაზე იქნება დამოკიდებული თბილისის მერის ვინაობაც და თბილისის საკრებულოს შემადგენლობაც.
გასული კვირის პოლიტიკურ მოვლენებს ერთგვარი დაღი დაასვა მოსკოვის მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა. თუმცა კვირის ბოლოს ვნებები შედარებით დაცხრა, როცა რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტების ორგანიზატორთა ვინაობა დაასახელეს.
ოპოზიციის კონსულტაციების მორიგი რაუნდის შემდეგ ოპოზიციურ სპექტრში არ იზიარებენ ”ალიანსის” მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათი ლიდერი, ირაკლი ალასანია, თბილისის მერის პოსტზე უპირობოდ უკონკურენტოა.
კავკასიური გზაჯვარედინის დღევანდელი გამოშვების თემაა მოსკოვსა და ყიზლარში მომხდარი ტერორისტული აქტების შესაძლო გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე და რუსეთის შესაძლო რეაქცია.
სოზარ სუბარის ინიციატივის საფუძველზე, გარკვეული ოპოზიციური ძალები საერთო ენის გამონახვას შეეცდებიან. ამჯერად მიზანს წარმოადგენს არა ”ოპოზიციური ერთობის” შექმნა, არამედ შეთანხმება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩვეულებრივ ვითარებაშიც კი არ იყო ცხოვრება უსაფრთხო. ტერაქტების შემდეგ ისინი შიშობენ, რომ „ჯოხი მათზე გადატყდება“.
მოსკოვსა და ყიზლარში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ კვლავ წამოტივტივდა ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველის, ჯეიმს ჯორჯ იატრასის სტატია.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის მტკიცებით, უახლოეს მომავალში აფხაზეთის დამოუკიდებლობა, შესაძლოა, ბოლივიამ და ეკვადორმა აღიარონ. ამის შესახებ თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა.
ოკუპირებულ გალის რაიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ საბერიოს 15 მკვიდრი დააკავეს. დღეს რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთ, ოტობაია-ორსანტიის ე.წ. საზღვართან 15 მოქალაქე დააკავეს.
მოსახლეობა ითხოვს, ოტობაია-განმუხურთან, ნაბაკევი-ხურჩასთან და ოტობაია-ორსანტიასთან "საზღვრის" გადაკვეთის უფლება ჰქონდეთ და რუს მესაზღვრეებთან პრობლემები არ შეექმნათ. რამდენად უსაფრთხო იქნება საპროტესტო აქცია?
„საქართველო ომის შემდეგ და მის წინაშე მდგარი გამოწვევები“ - ასე ერქვა ჩეხეთის ქალაქ ბრნოში 16-20 მარტს გამართული სემინარის ერთ-ერთ სადისკუსიო პანელს, რომელზეც აუდიტორიას საკუთარი თვალთახედვა გააცნეს საქართველოდან ჩამოსულმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ბოლო პერიოდში ცხინვალში სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთიდან ჩასული პოლიტიკოსების კრიტიკა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი მეორე კვირაა, ცხინვალში აღარ გამოჩენილა.
ჩამოტვირთე მეტი