ყირგიზეთში ოთხშაბათს დაწყებული მღელვარების შედეგად დაიღუპა 75 და დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა დღეს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ. ამჟამად დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარეობს ოპოზიციის მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგი.
პრაღაში ხელმოწერილი ახალი დოკუმენტი შეცვლის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ძველ ხელშეკრულებას, რომლის ვადა შარშან ამოიწურა. ის ითვალისწინებს საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი ბირთვული ქობინების რაოდენობის შემცირებას თითქმის ერთი მესამედით
პოლიციასა და “ეროვნული საბჭოს” ლიდერებს შორის დაპირისპირება იმ დროს მოხდა როდესაც ოპოზიციონერები დიღომში მდებარე დალუქულ სტამბაში “თბილისელებში” შესვლას ცდილობენ. დაპირისპირების დროს საპატრულო პოლიციამ “ხალხის პარტიის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე დააკავა
თეთრმა სახლმა საჯაროდ განაცხადა, რომ განიხილავს ავღანეთის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის საკითხს, თუკი ჰამიდ კარზაი გააგრძელებს შემაშფოთებელ გამოსვლებს. კარზაიმ გასულ კვირებში არაერთხელ შეუტია დასავლეთს და ისიც კი თქვა, თუკი ჩემზე ზეწოლას გააგრძელებენ, შეიძლება თალიბანს შევუერდეო.
7 აპრილს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. 31-ე ბატალიონი ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების, ISAF-ის, ეგიდით სამშვიდობო მისიის შესრულებას ავღანეთში აპრილის შუა რიცხვებიდან შეუდგება.
ავღანეთში გაემგზავრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გააცილეს. ქართული ბატალიონი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განლაგდება.
გაზეთ ”კომერსანტთან” საუბრისას, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ომი არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არ დასრულებულა, რუსეთი კი, საქართველოს ომს ვერ მოუგებს, რადგან ქვეყანა დასავლური კულტურის გზით მიდის.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს გორში ჩავიდნენ. ისინი რეგიონში უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდნენ. სტუმრებმა ერგნეთში დამწვარი სახლები და ქართული პოლიციის საგუშაგო ნახეს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”ალიანსი საქართველოსათვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი. მან კომენტარი გააკეთა მოლაპარაკებებზე, რომელსაც ის ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად მართავს.
6 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რათა მადლობა გადაეხადა მისთვის ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის.
ამ სტრატეგიით ამერიკა გამორიცხავს ატომური იარაღით პასუხს აშშ-ის ტერიტორიაზე ბიოლოგიური, ქიმიური და ჩვეულებრივი შეიარაღებით თავდასხმის შემთხვევაში.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, მოახლოებული არჩევნები - ამ საკითხებით დაინტერესდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს წევრები თბილისში ვიზიტისას.
ჩამოტვირთე მეტი