„გაუმარჯოს თავისუფლებას, მშვიდობას, ადამიანის უფლებებს და უკეთეს მომავალს!“ - ასეთი წარწერებით ტანსაცმელზე ირანის მოქალაქე ომიდ ისმალ ზადე თბილისიდან ერევნამდე ფეხით მიდის და ამ გზით ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ირანში საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვებას აპროტესტებს.