გაერთიანებაში ”ალიანსი საქართველოსთვის” შემავალი პოლიტიკური ძალები თავ-თავიანთ გზებს გაუყვნენ. ალიანსის ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია ამას ერთობლივ გადაწყვეტილებას არქმევს. თუმცა რესპუბლიკური პარტია ალიანსის გაუქმების მიზეზეზს ალასანიას პარტიის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას უკავშირებს. რატომ დაიშალა ”ალიანსი საქართველოსთვის” და ვისთვის რა დოზით იქნება სასარგებლო მიღებული შედეგი?
“ქართული აკადემია” ინიციატივით გამოდის და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გარეშე საქართველოში შეუძლებელია ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა.
15 ივნისს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია თბილისში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ახალგაზრდების იმავე ჯგუფმა გამართა, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ გამართული აქციის დროს პოლიციამ დაარბია და რამდენიმე მათგანს ერთთვიანი პატიმრობაც მიუსაჯა.
გიორგი უგულავა არჩეულია ამომრჩეველთა ხმების 55 %-ით. თბილისის საკრებულოში 25 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, "ალიანსი საქართველოსთვის", „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ", ,,ეროვნულმა საბჭომ" და „თოფაძე - მრეწველებმა" გაინაწილეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ორდღიანი სხდომა ბათუმში 15 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა, მმართველ პარტიას 30 მაისის არჩევნებში ”მაღალი პროცენტებით” გამარჯვება მიულოცა და მას სამომავლო დავალებებიც მისცა.
დღეს ოკუპირებულ გალში საგანგებოდ შეიკრიბნენ აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები. ვადაზე ადრე გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო 6 ივნისს აფხაზი შეიარაღებული პირების მიერ სოფელ დიხაზურგაში ექვსი სახლის გადაწვის ფაქტი.
ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 1500-მდე პირი დაიჭრა სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებებში, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება. ქვეყნის უზბეკური უმცირესობის ათიათასობით წარმომადგენელი ძალადობისგან გაქცევას უზბეკეთში გადასვლით ცდილობს.
სულ მცირე, 124 ადამიანი ემსხვერპლა და დაახლოებით 1,600 დაიჭრა ყირგიზეთის სამხრეთში, ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებებში. ქვეყნის უზბეკური უმცირესობის ათიათასობით წარმომადგენელი ძალადობისგან გაქცევას უზბეკეთში გადასვლით ცდილობს.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუშოღლუ. ამ რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც პარლამენტის, ისე მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
სულ მალე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის ახალგორის მონაკვეთზე გადაადგილების ახალი რეჟიმი ამოქმედდება. ახალგორის რაიონში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმაციით, რუსულ საგუშაგოზე მხოლოდ იმ მოქალაქეებს გაატარებენ, რომლებიც ახალგორში არიან ჩაწერილი.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრატორის, თომას დაგოსტინოს ორდღიანი ვიზიტის მთავარი მიზანია, საქართველოს დახმარება გაეწიოს ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის საქმეში.
ჩამოტვირთე მეტი