15 ივნისს აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საუბარი მოულოდნელად ქართველ მამლუქთა განსაკუთრებულ ღვაწლზე წაკითხული ლექციით გაგრძელდა. ხომ არ იხრება ხელისუფლება სამოქალაქო ნაციონალიზმიდან კვლავ ეთნიკური ნაციონალიზმისკენ?
წელს აპრილში, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან მომხდარმა ავიაკატასტროფამ, რომელმაც პოლონეთის ასამდე პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ლიდერის, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის სიცოცხლე შეიწირა, ისევ გახადა განხილვის საგანი პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობა.
18 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ჯონათან პადიფუტი, ”ქეა საერთაშორისო კავკასიის” დირექტორი.
17 ივნისს, თბილისის დროით 13:30 საათზე, ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: გრიგოლ ვაშაძემ, მიგელ ანხელ მორატინოსმა და სესილია მალმსტრომმა.
თბილისს ოთხი წლით ახალი საკრებულო ჰყავს. განსხვავებით წინა საკრებულოსგან, რომელშიც ოპოზიციის მხოლოდ სამი წევრი იყო, ახალ საკრებულოში ეს რიცხვი თერთმეტამდე გაიზრდება. როგორი იქნება ბალანსი ახალ, 50-კაციან საკრებულოში და როგორ ჩაიარა საკრებულოს მუშაობის პირველმა დღემ?
საჩივრების განხილვის პროცესით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის მიუკერძოებლობასა და პროფესიულ რეპუტაციას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღისა და შემდგომი პერიოდის დარღვევების გასაჩივრების პროცესის მონიტორინგის ერთ-ერთი შეფასება, რომელიც სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნის.
17 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ინგა გრიგოლია, საკრებულოს დეპუტატი, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი კომიტეტის წევრი. მან ახალი მოწვევის საკრებულოში ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.
გაერთიანებაში ”ალიანსი საქართველოსთვის” შემავალი პოლიტიკური ძალები თავ-თავიანთ გზებს გაუყვნენ. ალიანსის ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია ამას ერთობლივ გადაწყვეტილებას არქმევს. თუმცა რესპუბლიკური პარტია ალიანსის გაუქმების მიზეზეზს ალასანიას პარტიის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას უკავშირებს. რატომ დაიშალა ”ალიანსი საქართველოსთვის” და ვისთვის რა დოზით იქნება სასარგებლო მიღებული შედეგი?
“ქართული აკადემია” ინიციატივით გამოდის და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გარეშე საქართველოში შეუძლებელია ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა.
15 ივნისს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია თბილისში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ახალგაზრდების იმავე ჯგუფმა გამართა, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ გამართული აქციის დროს პოლიციამ დაარბია და რამდენიმე მათგანს ერთთვიანი პატიმრობაც მიუსაჯა.
გიორგი უგულავა არჩეულია ამომრჩეველთა ხმების 55 %-ით. თბილისის საკრებულოში 25 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, "ალიანსი საქართველოსთვის", „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ", ,,ეროვნულმა საბჭომ" და „თოფაძე - მრეწველებმა" გაინაწილეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ორდღიანი სხდომა ბათუმში 15 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა, მმართველ პარტიას 30 მაისის არჩევნებში ”მაღალი პროცენტებით” გამარჯვება მიულოცა და მას სამომავლო დავალებებიც მისცა.
ჩამოტვირთე მეტი