საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებში ძირითადად იმ პოლიტიკურმა ძალება გაიმარჯვეს, რომლებსაც ერთმანეთისგან შესაძლოა ბევრი რამ განასხვავებდეს, მაგრამ აერთიანებთ შეუქცევადი მიზანი - ეს არის დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება.
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პირობას დებს, რომ გაატარებს მასშტაბურ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას სტაბილურობას და კეთილდღეობას მოუტანს. მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ამ გეგმების მიღმა ეკონომიკის დასუსტება და ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება დგას.
4-5 ივნისს ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საბაზისო პროექტის განხილვას იწყებს. კონსტიტუციის საბაზისო პროექტად შერჩეული დოკუმენტი გასაცნობად კომისიას დაახლოებით ორი კვირის წინათ გაეგზავნა.
მოსკოვმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ სოჭში ისლამისტი მეამბოხეები თავდასხმებს გეგმავენ. აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა თქვა, მანამდე სოჭის ოლიმპიური თამაშები რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად უნდა გამოვიყენოთო.
საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მეთოდები იცვლება, მიზანი და შინაარსი კი უცვლელი რჩება. ასეთია ძირითადი დასკვნა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომლებიც ახლა უკვე უნივერსიტეტის სტუდენტებთან აგრძელებენ შეხვედრებს.
სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში რუსმა მესაზღვრეებმა ორი ქართველი დააკავეს. დიმიტრი და ნუგზარ თაყაძეები ტყეში ღრმად შესული საქონლის შემობრუნებას ცდილობდნენ, როდესაც მათ რუსი მესაზღვრეები შეხვდნენ...
გალში, სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი კაცია მოკლეს. აფსნიპრესი იუწყება, რომ ქალაქ გალისკენ მიმავალი კაციას ავტომანქანა სოფლებს რეფსა და პრიმორსკოეს შორის დაცხრილეს. კაცია ადგილზე გარდაიცვალა.
ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიისთვის ისრაელის არმიის მიერ გზის გადაღობვასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა ისრაელს, მოუხსნას ღაზას ბლოკადა, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იქ შეღწევა დაუბრკოლებლად შეძლოს.
ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშში სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მოხვდა სიაში „უარესები უარესთა შორის“. სულ „არათავისუფლის“ სტატუსი მიენიჭა 47 ქვეყანას და ტერიტორიას, რომელთა ნაწილმა - მათ შორის სამხრეთმა ოსეთმა - ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.
ვუბრუნდებით კვირის დასაწყისში გავრცელებულ ცნობას, რომ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი აპირებს გააუქმოს სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში საგანგებო წარმომადგენლების პოსტები. ეს ნაბიჯი შესაძლოა აღმოსავლეთის სამეზობლოში ევროკავშირის ჩართულობის დრამატულ შემცირებას მოასწავებდეს.
კანონის უზენაესობის გარდა, უმთავრეს ძალას, რომელმაც არჩეული მერი უნდა აკონტროლოს, სამოქალაქო საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, თავად ამომრჩეველი წარმოადგენს.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მალევე შეწყდა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს, ქართული, ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლები შეხვედრის დაწყებას უშედეგოდ ცდილობდნენ.
ჩამოტვირთე მეტი