30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო~ პარტნიორი ორგანიზაციის - „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ - მეშვეობით აკვირდებოდა. ორგანიზაციამ აქცენტი, ძირითადად, არაქართულ უბნებზე გააკეთა.
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი უკვე ცნობილია. გორის 31 კაციან საკრებულოში უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.
რუსთავის საოლქო კომისიაში დარღვევების შესახებ მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისგან. დარღვევები, ძირითადად, პროცედურული ხასიათისაა.
ეგრეთწოდებულმა რუსმა მესაზღვრეებმა ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთთან დააკავეს ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მცხოვრები, 39 წლის ტარიელ ჯეირანაშვილი, რომელსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ჯეირანაშვილის საქმე ახლო მომავალში ცხინვალის სასამართლოს გადაეცემა.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის დარღვევების შესახებ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში სულ 232 საჩივარი შევიდა. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 15, ნაწილობრივ კი 13 საჩივარი. იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ჩაიშალა ან გაუქმდა კენჭისყრის შედეგები, განმეორებითი კენჭისყრა 12 ივნისს გაიმართება.
საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი, რომელიც ჟენევაში 8 ივნისს მიმდინარეობდა, ამ ფორმატის ფარგლებში გამართული ყველაზე ხანგრძლივი დისკუსია აღმოჩნდა, თუმცა ვერც მან მოიტანა კონკრეტული შედეგი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიმ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების გამო და მხარეებს კომენტარებისგან თავის შეკავებას ურჩევს. "მდგომარეობა სწრაფად ცვალებადია და დეტალები კვლავ უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის. პრეზიდენტებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხები, ასევე ე.წ "მედვედევ-სარკოზის" შეთანხმებასთან დაკავშირებულ პრობლემები.
8 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. მან ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ არჩეულ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების საბაზისო პროექტზე.
მსოფლიოში გრძელდება მსჯელობა იმაზე, თუ ვინ უნდა გამოიძიოს ისრაელის არმიის მიერ ხმელთაშუა ზღვაში ღაზისკენ მიმავალ ფლოტილიაზე გასულ კვირაში განხორციელებული რეიდი, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ახალგორში დარჩენილი მოსახლეობა საგონებელშია ჩავარდნილი - შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვონ დაბა, თუ მიიღონ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი და საკუთარ სახლებში განაგრძონ ცხოვრება.
გასული კვირის ბოლოს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საბაზისო პროექტი საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს.
ჩამოტვირთე მეტი