8 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მიიღო. ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს ვთხოვეთ, განემარტა, რას ნიშნავს პარიზის მხრიდან „უყოყმანო მხარდაჭერა“.
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კონკრეტული, ოფიციალური შედეგის გარდა აქვს ზოგადი პოლიტიკური შედეგიც. საქართველოს შიდა პოლიტიკაში პოსტ-საარჩევნო მოძრაობა დაიწყო. ვის რა მისცა ადგილობრივმა არჩევნებმა და რა პერსპექტივა, რა ამოცანა აქვს გადაჯგუფებას ოპოზიციაში?
სოზარ სუბარის წერილი, სათაურით - “ ქართული იდეა - თვითმყოფადობა, პროგრესი, უსაფრთხოება” - ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ქართულ პრესაში და მას მალევე მოჰყვა ლევან გაჩეჩილაძის - გამოხმაურება.
საქართველოს სეპარატისტული რეჟიმები და კრემლი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ახალი შეთანხმების საკითხს იმ მთავარ ბარიერად მიიჩნევენ, რომლის გამოც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს.
სახელმწიფო უწყებებში აქამდე არსებული გენერალური ინსპექციები შიდა აუდიტის სამსახურებად გარდაიქმნებიან. ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ”სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის” პრეზენტაციაზე გაკეთდა.
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციის საბაზისო პროექტის გარშემო კონსულტაციებში ჩართვისკენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს.
გალის რაიონში შექმნილი ვითარების გამო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელები დაიბარა. სოხუმში გამართულ თათბირზე ბაღაფშმა სიტუაციის გამწვავებაში კვლავ თბილისი დაადანაშაულა.
ბრიუსელში მომუშავე დიპლომატები, მართალია, გარკვეული სიფრთხილით, მაგრამ მაინც აცხადებენ, რომ გასული კვირის ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი შეიძლება მოსკოვსა და ბრიუსელს შორის უფრო პოზიტიური ურთიერთობის დამყარების დასაბამი გახდეს.
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ გაეროს უშიშროების საბჭო მის ქვეყანას ახალ სანქციებს დაუწესებს, თეირანი არ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ. სანქციების რეზოლუცია კი კენჭისყრისთვის მზად არის.
30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო~ პარტნიორი ორგანიზაციის - „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ - მეშვეობით აკვირდებოდა. ორგანიზაციამ აქცენტი, ძირითადად, არაქართულ უბნებზე გააკეთა.
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი უკვე ცნობილია. გორის 31 კაციან საკრებულოში უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.
რუსთავის საოლქო კომისიაში დარღვევების შესახებ მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისგან. დარღვევები, ძირითადად, პროცედურული ხასიათისაა.
ჩამოტვირთე მეტი