ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან აშშ-ის ურთიერთობების "გადატვირთვა" არ ხდება აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების - მათ შორის საქართველოს - ინტერესების ხარჯზე.
თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშოსკი.
2-3 ივლისს ბათუმში მიმდინარე კონფერენციის განხილვის საგანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საბაზისო პროექტია. კონფერენციის მიზანი პროექტის დახვეწა და სრულყოფაა.
საქართველოს მთავრობას არცთუ იშვიათად ახასიათებს ისეთი რამ, რასაც, შესაძლოა ორიგინალურიც ეწოდოს. მაგალითად, მინისტრთა კაბინეტის სხდომები ბათუმში, მშენებარე სასტუმროზე და კახეთში, ტბის პირას...
თურქეთის მთავრობა თურქი მომხმარებლებისთვის მიუღწეველს ხდიდა არაერთ საინტერნეტო ვებგვერდს. ყველაზე ცნობილი გვერდი, რომელსაც ამ ქვეყანაში გასაქანს არ აძლევენ, „იუთიუბია“ და ახლა მთავრობა „გუგლს“ უწესებს აკრძალვას.
2 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნოდარ ხადური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა ”სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჯერ უკრაინაში, პოლონეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა, ორშაბათს კი, მოგზაურობის ბოლო დღეს, უკვე საქართველოს ეწვევა.
გენერალი დევიდ პეტრეუსი, ავღანეთში განლაგებული შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების სარდალი, აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მინიმუმამდე შეამციროს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
პოსტსაბჭოთა რეალობაში ქვეყნის განვითარების ერთადერთ სწორ გზად ბევრს ულტრალიბერალიზმი მიაჩნდა, სრული თავისუფლება, თუმცა დღეს უკვე საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის პირობებში ამ იდეის ინტეგრირებას მოჰყვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი თვის თავზე ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამამ საარჩევნო კამპანიის სატელევიზიო გაშუქების მონიტორინგის შედეგების საჯარო განხილვა მოაწყვეს.
თბილისში მოელიან, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი ნათელს მოჰფენს არაერთ ასპექტს და პასუხს გასცემს შეკითხვას - რამდენად პრინციპული იქნება ევროსაბჭო რუსეთის მიმართ.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ”თბილავიამშენია”, რომლის კონტრაქტორიც თავად თავდაცვის სამინისტროა. ქარხნის ბაზაზე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შექმნა იგეგმება.
ჩამოტვირთე მეტი