დევნილები ორგანიზებას იწყებენ და იურიდიული ფორმალობების გავლით აფუძნებენ სამოქალაქო მოძრაობას. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ათი პროცენტი მოიცვას, ვინაიდან ქვეყანაში მოსახლეობის ათამდე პროცენტი დევნილია.
სულ ახლახან საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 165 ქვეყნის მაგალითზე პროფესიული კავშირებისა და მშრომელთა უფლებების მდგომარეობაა აღწერილი.
ციხეებში პატიმართა ცემის ფაქტებზე საუბრობენ ადვოკატები და პატიმართა ოჯახის წევრები. 19 აგვისტოს ქსნის კოლონიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე პატიმარს და შემდეგ ისინი რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს.
საზაფხულო არდადეგების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში პირველი ზარი უკვე დაირეკა. გალის ორ სკოლაში, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს, მასწავლებლები სიცოცხლის ფასად ცდილობენ, მოსწავლეებმა ქართული განათლება მიიღონ.
ედუარდ კოკოითის გადაწყვეტილებით, დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ახალგორელი მოსწავლეების ნაწილი 15 სექტემბერს წეროვანის საჯარო სკოლაში აპირებს წასვლას.
პირველ სექტემბერს დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. საუბრის თემა იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალი იდეა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონფედერაციული ურთიერთობის შესახებ.
სამხრეთ ყირგიზეთში 1 სექტემბერს სწავლა იწყება, თუმცა მშობლები ბავშვების სასკოლოდ აღჭურვაზე მეტად მათ უსაფრთხოებაზე ღელავენ. ჯერ ცნობილი არ არის, რამდენად სტაბილურია მშვიდობა რეგიონში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყის განთავისუფლების საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად გამოაცხადა დასრულებულად. ამ მოვლენას უკვე გამოეხმაურნენ ერაყის წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებიც შიდა დაპირისპირების გამო ვერ თანხმდებიან მთავრობის ფორმირებაზე.
ქალაქ გდანსკში 30 წლის წინ მოაწერეს ხელი შეთანხმებებს, რომელთა საფუძველზეც დაარსდა „სოლიდარობა“ - პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირი მთელს „სოციალისტურ ბლოკში“.
კონფედერაცია აზერბაიჯანთან, მეგობრული ურთიერთობა და საერთო ინტერესები. პრეზიდენტის ამ იდეას მალე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. თუმცა რამდენად იყო საზოგადოება ჩართული ამ საკითხის განხილვაში?
ახალგორში ოსურ საგუშაგოსთან უკვე გამოკრულია დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ დაბაში მცხოვრებნი ვალდებულნი არიან ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები და მიიღონ სამხრეთოსური პასპორტები.
31 მაისს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელმაც ნაციონალურ არხებზე ახალი ამბების პოლიტიკის იმ თავისებურებებზე ისაუბრა, რომელთაც განსაკუთრებით ბოლო ხანს იჩინა თავი.
ჩამოტვირთე მეტი