ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს სამშვიდობო მისიას ამ ქვეყანაში. რა საფრთხეებით ხასიათდება ვითარება ჰელმანდის პროვინციაში და რა უნდა გაითვალისწინოს ქართულმა სარდლობამ?
გასული კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება და მასში დევნილების ღირსეული დაბრუნების საკითხის ასახვა.
ევროპაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ხომ არ შეიცვალა ევროპის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? ხომ არ შენელდა საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან? - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს კახა მჭედლიძე ესაუბრა.
10 სექტემბერს რიგაში გაიხსნა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც მოხსენებით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
აშშ-ში იმართება 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 9 წლის წინ ამ თავდასხმების შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელებს ერთობისკენ მოუწოდებს.
თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის სტუმრობის მთავარი მიზანი ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრის მომზადება იყო.
პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცაში, მეოცე ეკონომიკურ ფორუმზე რამდენიმე დისკუსია დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების საკითხებს.
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წარმოადგინა ჯანდაცვის ახალი მინისტრი - ანდრია (სანდრო) ურუშაძე, რომელიც ამ სფეროში კერძო სექტორიდან მივიდა და ვარდების რევოლუციის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს გუნდის წევრია.
გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ირაკლი ალასანია, ახალს არ უწოდებს თავის მიერ ბოლო დღეებში გახმაურებულ ინიციატივას, რომელიც აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ძალის გამოუყენებლობის ერთგვარი დეკლარაციის გაფორმებას გულისხმობს.
სოფლების ნიქოზის, ერგნეთის, ხვითის, ზარდიაანთკარისა და გუგუტიანთკარის 100-ობით ჰექტარი მიწის ფართობი ოკუპირებულია. მიწის გარეშე დარჩენილებმა ხელისუფლებას კომპენსაციის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 9 სექტემბერს ქართველი პატიმარი მალხაზ კორძაია გაათავისუფლა. იგი გასული წლის თებერვალში აფხაზური უშიშროების წარმომადგენლებმა დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
10 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლია მუხაშავრია, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიმდინარე განხილვაზე და მის მნიშვნელობაზე.
ჩამოტვირთე მეტი