საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციური პარტიების რეკომენდაცია ორგანული კანონების შენარჩუნების, საკუთრების უფლების დაცვისა და გუბერნატორების დანიშვნის წესთან დაკავშირებით.
თვენახევრიანი პაუზის შემდეგ დღეს კვლავ შეიკრიბნენ აგვისტომ ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირებაა. ხუთმხრივი შერეული შეხვედრის მონაწილე მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს.
14 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გურამ ჩახვაძე, ოპოზიციონერი დეპუტატი. იგი კონსტიტუციის ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრია და სწორედ ამ ცვლილებებზე ისაუბრა პირდაპირ ეთერში.
საქართველო ოკუპირებულია, მისი ტერიტორიები - სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი - დაპყრობილია, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას რუსეთთან ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე - ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დეკლარირებული მიზანია.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამართული რეფერენდუმის შედეგებს დადებითი გამოხმაურება ახლავს ამ ქვეყნის მმართველ წრეებში, ისევე როგორც აშშ-ისა და ევროკავშირისაგან.
საქართველოში იმყოფება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ვალტერ კელინი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს თბილისში, სოხუმსა და გალში.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ორშაბათს საჯარო განხილვა დაიწყო რუსეთ-საქართველოს შორის რასობრივი დისკრიმინაციის საკითხზე.
ეროვნული ფორუმი მთელი ქვეყნის პარალიზებით იმუქრება, თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ დათანხმდება. ფორუმის აქტივისტებმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის 80 ათასზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს.
”13 სექტემბერს არ იგეგმება საქმის განხილვა, აქ საუბარია კომპეტენციაზე, თუ რამდენად გადაწყვეტს ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლო, არის თუ არა დასაშვები რომ ეს საქმე განიხილოს”, - აცხადებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორი უჩა ნანუაშვილი.
ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც სახელმწიფოებს შორის დავებს იხილავს (ჰააგაში განთავსებული სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალისგან განსხვავებით) 13 სექტემბერს იწყებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივრის განხილვას.
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს სამშვიდობო მისიას ამ ქვეყანაში. რა საფრთხეებით ხასიათდება ვითარება ჰელმანდის პროვინციაში და რა უნდა გაითვალისწინოს ქართულმა სარდლობამ?
გასული კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება და მასში დევნილების ღირსეული დაბრუნების საკითხის ასახვა.
ჩამოტვირთე მეტი