ჩაის პარტია, უწინარეს ყოვლისა, გადასახადების შემცირებას მოითხოვს და აერთიანებს კონსერვატიული და ლიბერტარიანული შეხედულებების ხალხს, რომელსაც სჯერა, რომ აშშ-ში სახელმწიფო ზედმეტად ბევრ ფუნქციას ასრულებს და ამით ინდივიდების თავისუფლებას ზღუდავს.
საფრანგეთის ზედა პალატამ 14 სექტემბერს თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საჯარო ადგილებში პირბადის ტარებას. საუბარია ტრადიციულ საბურველზე, რომელსაც მუსლიმანი ქალები ატარებენ. კანონი 2011 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება.
2007 წლის 8 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. როგორ ესმით დემოკრატია საქართველოში, რას ფიქრობენ მოქალაქეები და ისინი, ვისაც სახელმწიფოს დემოკრატიული მშენებლობა აბარია?
გალის ხუთმხრივ შერეულ შეხვედრაზე თბილისის დელეგაციამ სოხუმის წარმომადგენლებისგან მიიღო პირობა, რომ გალელი მოსწავლეები ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას მთელი წლის განმავლობაში უპრობლემოდ შეძლებენ.
14 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო დეპუტატი გია ცაგარეიშვილი. საუბრის თემა იყო კანონპროექტი, რომლის თანახმად, პოლიციელს უფლება ეძლევა გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქალაქე შეაჩეროს და ზედაპირულად შეამოწმოს.
პირველი რაუნდის მეორე დღეს 16 კაციანი მოსამართლეთა ტრიბუნალის წინაშე საქართველოს წარმომადგენლობა წარდგება. დებატებს ფორმატი არ ითვალისწინებს. მხარეები, უბრალოდ, დგებიან და საუბრობენ. პოლიტიკური ლოზუნგები უკანა პლანზე გადადის.
ბელორუსიაში 19 დეკემბერს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რასაც პარალმენტში გამართულ კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობა მიემხრო. არადა, მოელოდნენ, რომ არჩევნები მოგვიანებით - მომავალი წლის დასაწყისში გაიმართებოდა
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციური პარტიების რეკომენდაცია ორგანული კანონების შენარჩუნების, საკუთრების უფლების დაცვისა და გუბერნატორების დანიშვნის წესთან დაკავშირებით.
თვენახევრიანი პაუზის შემდეგ დღეს კვლავ შეიკრიბნენ აგვისტომ ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირებაა. ხუთმხრივი შერეული შეხვედრის მონაწილე მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს.
14 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გურამ ჩახვაძე, ოპოზიციონერი დეპუტატი. იგი კონსტიტუციის ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრია და სწორედ ამ ცვლილებებზე ისაუბრა პირდაპირ ეთერში.
საქართველო ოკუპირებულია, მისი ტერიტორიები - სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი - დაპყრობილია, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას რუსეთთან ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე - ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დეკლარირებული მიზანია.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამართული რეფერენდუმის შედეგებს დადებითი გამოხმაურება ახლავს ამ ქვეყნის მმართველ წრეებში, ისევე როგორც აშშ-ისა და ევროკავშირისაგან.
ჩამოტვირთე მეტი