როცა, ერთი ვარაუდით, 2030 წლისთვის ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის საფარველი მთლიანად დადნება, ენერგომატარებლებს დახარბებული მსოფლიო დაიწყებს იქ არსებული მარაგის თავისუფლად მოპოვებას. არქტიკის მიმართ პრეტენზიის მქონე ქვეყნები უკვე ცდილობენ გაინაწილონ იქაური სიმდიდრე.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ეროვნული ფორუმი ხელმოწერებს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში აგროვებდა. 22 სექტემბრისათვის მათ 170 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.
ვართ თუ არა მზად იმ საკონსტიტუციო მოდელისთვის, რომლის მიღებაზეც საუბარი გრძელდება, და თუ არ ვართ, რატომ ვიღებთ? შეკითხვა, თავისი ვრცელი მოხსენებისა და შენიშვნების შემდეგ, ლოგიკურად დასვა ახალგაზრდა სამართლის დოქტორმა ირაკლი კობახიძემ.
ორი წელია ცხინვალის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში პრობლემები ვერ გვარდება. უკმაყოფილო ხალხთან თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჩავიდა და მოსახლეობას აუწყა, რომ პრობლემების მოგვარება ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში შეუძლებელია.
ჩრდილოეთი კორეა აპირებს ყველა თაობის უდიდესი პოლიტიკური თავყრილობა ჩაატაროს. პარალელურად ვრცელდება ვარაუდები, რომ სახელმწიფოს მეთაური კიმ ჩენ ირი ემზადება იმისათვის, რომ საკუთარ მემკვიდრედ დაასახელოს უმცროსი შვილი.
საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა რეგიონებში დაასრულა. გორის უნივერსიტეტში კომისიის წევრები აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-სესიაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლაზე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში მიმდინარე რეფორმებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-20 წლისთავი აღნიშნეს. დღეს ცხინვალის ცენტრში გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც მე-4 რუსული ბაზის ასზე მეტი სამხედროც მონაწილეობდა.
მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ ნიუ-იორკში ეგრეთ წოდებული „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ კვლავ განსახილველად. გაეროში ეს კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. მონაწილეებს სურთ ათი წლის წინ დასახულ ამოცანებს გადახედონ.
თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში პირველად, სომხებს საშუალება მიეცათ წირვა ჩაეტარებინათ აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, ახლახან აღდგენილ ტაძარში. ამ ნაბიჯით ანკარას სომეხი უმცირესობის მიმართ შემწყნარებლობის დემონსტრირება სურდა.
ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მასწავლებლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილ ხუთმხრივ შერეულ შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთის საკითხის დასმას მოითხოვენ.
ეს კვირა საერთაშორისო დელეგაციების სტუმრობით იყო დატვირთული, ამავე კვირაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი და ამავე კვირაში, 13 სექტემბერს, ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლომ დაიწყო საქმის წარმოება საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ.
ჩამოტვირთე მეტი