ცხინვალის ახალგორთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ღრომის ხეობაზე გადის. ამიტომ, ედუარდ კოკოითიმ პატრუშევს ახალი ქვედა გზის მშენებლობის დაწყება სთხოვა, რომელიც ე.წ. საზღვრის გასწვრივ ქართული სოფლების სიახლოვეს გაივლის.
ბათუმის პორტში დილის 5 საათზე შევიდა მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმის მონაწილეთა გემი. ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ბათუმის აეროპორტიდან დუბლინში გაფრინდა. საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი კი საქართველოში საერთოდ არ ჩამოვიდა.
კვირის დასაწყისში გაირკვა, რომ ვლადიმირ პუტინი ამერიკას რევანშისტულად განწყობილი საქართველოს კვლავინდებურად შეიარაღებაში, ანუ, ლოგიკურად, ომისთვის მზადების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალი, საშემოდგომო პოლიტიკური სეზონისთვის თადარიგის დაჭერა დაიწყეს. მომავალი კვირიდან პარტიები შემუშავებულ სტრატეგიაზე, სამოქმედო გეგმებსა და ხელისუფლებასთან ოპონირების ფორმებზე საუბარს აპირებენ.
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა მოიგერიეს აზერბაიჯანიდან გადმოსული სამხედრო ჯგუფის შეჭრის მცდელობა. აზერბაიჯანი იტყობინება, რომ აღკვეთა სომხური რაზმის მხრიდან მომხდარი შეტევის მცდელობა.
რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის, "ეხო კავკაზას" სპეციალური კორესპონდენტი ოლესია ვართანიანი სოხუმში ესაუბრა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას.
დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, თავმჯდომარემ პოლიტიკური პარტიისა ”ჩვენ თვითონ”, ბრიფინგი გამართა და რუსეთის პატრიარქს მიმართა თხოვნით, ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიზე მიმდინარეობს.
ბერლინის საერთაშორისო კონფერენციის დეტალები დღემდე დავის საგანია. საქმე ეხება ირაკლი ალასანიას ღია წერილს, რომელიც კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის მონაწილეებს დაეგზავნათ. ალასანიას პარტია კონსტიტუციაში დამატებას ითხოვს.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი ჟენევაში ვიაჩესლავ ჩირიკბა მედიის მიერ ატეხილ ხმაურს გადაჭარბებულს უწოდებს. საუბარია ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობაზე, თითქოს სოხუმი მზად იყოს სეპარატისტულ რეგიონში გაეროს მისია დააბრუნოს.
3 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ახლა უკვე დუმილის აქციებით ცდილობს შრომის კოდექსის შეცვლას.
გასულ კვირაში პოლონეთში მოხდა შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა: საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანა ფოტიგამ პროტესტი გამოთქვა იმ შეფასებების გამო, რომლებიც საქართველოზე გააკეთა პრეზიდენტმა კომოროვსკიმ.
ერაყში დარჩენილი აშშ-ის არმია 1 სექტემბრიდან ახალ ოპერაციას შეუდგა სახელწოდებით „ახალი განთიადი“. პენტაგონის ინფორმაციით, 50-ათასკაციანი სამხედრო ძალის მთავარ ამოცანას ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების „მხარდაჭერა და წვრთნა“ წარმოადგენს.
ჩამოტვირთე მეტი