ირანის, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლებმა, ევროკავშირთან ერთად, ჟენევაში დღეს თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება დაიწყეს.
გასულ თვეში დიდი ყურადღება მიიპყრო გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში ირანის ახალი პრეზიდენტის ჰასან როჰანის ვიზიტმა.
20 ოქტომბერს უკრაინაში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი. უკრაინაში გამგზავრებამდე ჩეხეთის პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.
14 ოქტომბერს ახალციხეში სასტიკად სცემეს სოფელ თისელის მკვიდრ ვახტანგ კოშაძეს. ეს ცნობილი გახდა ახალციხეში ნინო ბურჯანაძის ვიზიტის დროს.
წინასაარჩევნო გარემო დამშვიდებულია და საკანონმდებლო ბაზა ხარისხიანი არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა, მაგრამ ვლინდება პოლიტიკური დაძაბულობა.
14 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დავით კეზერაშვილი.
15 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი, რიგითი ნომრით - 15.
15 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შალვა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, რიგითი ნომრით - 9.
ქუთაისში განხორციელებული საკადრო ცვლილებები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა პროტესტის მიზეზად რჩება. სამსახურიდან დათხოვნა პოლიტიკური ნიშნით დევნად ჯერ ქალაქის ვიცე-მერებმა და ზოგიერთი დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეაფასეს.
არასამთავრობო სექტორის მოწოდებების მიუხედავად, ”ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს უპირობოდ დაუბრუნდეს უწყებათშორისი კომისიის მუშაობას.
14 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ბურჯანაძე, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, რიგითი ნომრით - 14.
სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ხელისუფლებას და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.
ჩამოტვირთე მეტი