საფრანგეთი და გერმანია ვაშინგტონს მოუწოდებენ ჯაშუშობის ახალ წესებზე შეთანხმებისაკენ მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია ცნობამ, რომ შეერთებული შტატები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მობილურ ტელეფონს უსმენდა.
დღეს, 25 ოქტომბერს, დილიდანვე, ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა შეწყდა. რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი 25-დან 29 ოქტომბრამდე ჩაკეტეს.
„დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევნები“ - ამ დევიზით გაიმართა აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მეგობრებმა საზოგადოებას სამოქალაქო აქტიურობისკენ მოუწოდეს.
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეგზიტ პოლებს საქართველოში მედიასაშუალებების მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანია ჩაატარებს. მაგალითად, ”რუსთავი 2”-სთვის გერმანიაში დაფუძნებული ”ჯი-ეფ-ქეი” (GFK) იმუშავებს.
25 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი.
საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დისკუსია თომას დე ვაალის, ლორა ლინდერმენის, გია ნოდიას, სალომე ასათიანისა და ბრაიან უიტმორის მონაწილეობით.
პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ვახტანგ მაისაია პროკურატურას მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
პოლიციის დეპოლიტიზება სახელდება ერთ-ერთ უმთავრეს წარმატებად 2013 წლის ანგარიშში, რომელიც შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ოქტომბერს ხელისუფლების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წარუდგინა.
ნიჩბებით, ორი ტრაფარეტითა და დროშებით შეიარაღებული ახალგაზრდები დვანში დილიდან გამოჩნდნენ და იქით დაიძრნენ, სადაც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი დგას.
24 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი მარგველაშვილი, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი, რიგითი ნომრით - 41.
სოფელ ფახულანის, წყოუშის თემის სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა ერთთვიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს.
არჩილ კბილაშვილის თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი ედებათ როგორც ტერაქტის მოწყობაში, ასევე უფლებამოსილების გადამეტებაში.
ჩამოტვირთე მეტი