ტადეუშ მაზოვიეცკი, პოლონეთის „სოლიდარობის“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დამფუძნებელი „მრგვალი მაგიდისა“, რომლის გარშემოც კომუნისტებმა და ოპოზიციამ ამ ქვეყნის ბედი გადაწყვიტეს, 86 წლისა გარდაიცვალა ორშაბათს.
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნები ინციდენტის გარეშე მაინც ვერ დასრულდა. კარალეთის 48-ე საარჩევნო უბანში ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ ერთმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა უბანში ხელმეორედ შესვლა მოინდომა.
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, თანაბარ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა - ასეთია დასკვნა, რომელსაც, ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც იზიარებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ლიდერობს, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
28 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
27 ოქტომბერს თბილისელმა ამომრჩევლებმა დილაადრიან დაიწყეს საარჩევნო უბნებზე მისვლა. ამომრჩეველთა უმრავლესობა, მათი სიტყვებით, უკეთეს მომავალს უჭერს მხარს.
არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული ინფორმაცია დღის განმავლობაში თავს იყრიდა საგანგებოდ არჩევნებისათვის შექმნილ მედიაცენტრში.
„ქართული ოცნების“ შტაბის ერთ-ერთი კოორდინატორის განცხადებით, არჩევნების დღეს ზუგდიდში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია: მას ორი ავტომანქანა გასულ ღამეს, მიზანმიმართულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაუზიანეს.
ახალციხელმა რობერტ აკოფიანმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია ვერ გამოხატა, რადგან ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირებული არ აღმოჩნდა.
საგანგებოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის 34 საარჩევნო უბანი გაიხსნა. შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, განახევრდა ე.წ. სპეციალური უბნების რაოდენობა.
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდად დაიწყო. დილიდან რამდენიმე პროცედურული ხარვეზი დაფიქსირდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ხარვეზები გასწორდა.
საქართველოს მოსახლეობა რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს, მათგან ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, ხოლო - 12 საინიციატივო ჯგუფმა.
ჩამოტვირთე მეტი