"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ყრილობამ პარტიის თავმჯდომარე აირჩია. დელეგატების გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე კვლავ მიხეილ სააკაშვილი იქნება.
ვაშინგტონის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დევნის ოპერაციაში მოკლეს მძღოლი ქალი, რომელიც მანამდე აშშ-ის კონგრესის უსაფრთხოების ზონის გადალახვას ცდილობდა.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფლებში ხურვალეთში, დიცსა და დვანში იმყოფებოდნენ.
ოცი წელიწადი გავიდა რუსეთში საკონსტიტუციო კრიზისიდან, რომელიც შეიარაღებულ, სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდა და რომლის მსგავსიც მოსკოვს არ ახსოვს 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1-15 ოქტომბერს ტარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა - პირველად ამ ქვეყანაში 1993-95 წლების ომის შემდეგ. როგორ აისახა ომის შედეგები ბოსნია-ჰერცეგოვინის ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე.
დვანის მინდვრებში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ, მიწაზე დაყრილი ბოძები წამოკრიფეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.
3 ოქტომბერს გაიმართა პირველი სხდომა დროებითი სამთავრობო კომისიისა, რომელიც საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლების მკვიდრთა პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.
სამთავრობო უწყებების დახურვას „უსარგებლო“ უწოდა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. იგივე აზრი, ოღონდ უფრო მკაცრი ფორმით, გამოხატა სამშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
მიხეილ სააკაშვილმა ანაკლია 15 წუთში, ჟურნალისტებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გასაუბრების შემდეგ, დატოვა.
განსხვავებული რეაქციები გამოიწვია საქართველოსთან დაკავშირებულმა რამდენიმე აქცენტმა ევროსაბჭოს რეზოლუციაში.
დვანელების აზრით, ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკური კინკლაობა გვერდით უნდა გადადონ და გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის დახმარებაზე იზრუნონ.
ექსპერტებთან შეხვედრიდან ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნესცენტრში ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ჩამოტვირთე მეტი