ხუთშაბათს აშშ-ის სენატის კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთი გააკრიტიკა ზეწოლის გამო, რომელსაც კრემლი ახდენს აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებზე, ევროკავშირისკენ რომ ისწრაფვიან.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გუბერნატორები თუ პრესსპიკერი - წარმავალი პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი პირები, პოსტებს მშვიდად ტოვებენ.
პატიმრობაში მყოფი უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს საკითხზე შექმნილ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მანდატი ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორების სამიტამდე გაუგრძელდა.
საქართველოს რკინიგზის 2 ათასი თანამშრომელია გაფიცული მთელი ქვეყნის მასშტაბით - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს გაერთიანებული პროფკავშირი. გაფიცვას არ შეერთებიან სამგზავრო მატარებლების მემანქანეები.
უკრაინის პარლამენტმა ოთხშაბათის რიგგარეშე სხდომაზე არ განიხილა კანონპროექტი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს, გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების უფლებას მისცემდა.
დასრულდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეობის მსურველთა განცხადებების მიღება. თუ რამდენ პირს მიანიჭა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
12 ნოემბერს სამედიცინო პუნქტს დიარეის სიმპტომებით მიმართა ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში მყოფმა 61-მა ჯარისკაცმა. მომხდარ ფაქტზე მოკვლევას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს.
პარლამენტი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაუბრუნდა. მთავრობამ პროცედურული ვალდებულება შეასრულა და საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის კანონპროექტი წარუდგინა.
დისკუსია სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა-არმონაწილეობის გარშემო ახალი ძალით გაჩაღდა მას შემდეგ, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ამ საკითხზე ინტერვიუში ილაპარაკა.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ და ირანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ბირთვული პროგრამის საკითხში მომავალი თანამშრომლობის შესახებ.
საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ინტერვიუმ, რომელიც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველ არხს მისცა.
ჩამოტვირთე მეტი