ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგს „თვალსაზრისს“ იანვრიდან საკუთარი ვებგვერდი ექნება. ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია, საიტი სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს, იანვრამდე კი მასალები აიტვირთება.
ის, რაც ვილნიუსში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე მოხდა, ათზე მეტი პუნქტისგან შემდგარ, რუსეთის იმპერიული გეგმების შემცველ „პეტრე დიდის პოლიტიკურ ანდერძში“ ჩამოყალიბებულ მიზნებთან შესაბამისობაში ვერ მოდის, - პირიქით. ან რატომ უნდა მოვიდეს?
დავით ზალკალიანის განცხადებით, მოხდა 1000-გვერდიანი დოკუმენტის დე ფაქტო პარაფირება, რასაც პარასკევს მოჰყვება პარაფირების პროცესის დასრულება საზეიმო ცერემონიაზე.
მინარეთი მეორედ აღიმართა სოფელ ჭელაში. მუსლიმი მრევლი სასულიერო პირებთან ერთად გვიან ღამემდე მუშაობდა. სოფლის შესასვლელებსა და მეჩეთთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის განხილვა დღეს უმრავლესობის სხდომაზე დაიწყო. სხდომაზე გადაწყდა, რომ პროექტს დამუშავება და დახვეწა სჭირდება.
იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ გაურკვეველი ვადით შეჩერდა ”მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის” შექმნა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი 200 ათას დოლარს გამოყოფს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობისთვის. გლუკი ფულად შემწობას გამოუყოფს 60 სოფელში მცხოვრებ სულ 1200 ოჯახს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ რამდენიმე მოთხოვნა დააყენა, როგორც აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს აშშ-თან უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი აცხადებს, რომ გრძელდება მოლაპარაკება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, მიუხედავად უკრაინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, ამ ხელშეკრულებას ვილნიუსის სამიტზე ხელი არ მოაწეროს.
საქართველოს პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული განცხადება მიიღო.
სამიტამდე ორი დღით ადრე საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები კიდევ ერთხელ აფასებენ ქვეყნისათვის ასოცირების შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას.
მეორე დღეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოსურ მხარესთან, სოფელ ხურვალეთში დაკავებულების - მალხაზ ვანიშვილისა და გოჩა მაყიშვილის - გათავისუფლების მოთხოვნით, მოლაპარაკებას აწარმოებს.
ჩამოტვირთე მეტი