საქართველო არ აპირებს დამატებითი პირობები შესთავაზოს რუსეთს სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ - დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
გიგი უგულავას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტლებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
23 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი სოსელია.
17 დეკემბერს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მუქარაში დაადანაშაულა ქვეყნის მთავარი პროკურორი. ბრალდებას პროკურატურამ იმავე საღამოს აბსურდული უწოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმააყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დედაქალაქის მერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
რუსეთის ყოფილმა ოლიგარქმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, პრეზიდენტის მიერ შეწყალების შედეგად, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში - კარელიაში - მდებარე საპატიმრო დატოვა.
უკრაინელი ხალხისათვის ამ მღელვარე დღეებში საერთაშორისო მედია დიდ ყურადღებას უთმობს ევრომაიდნის მოხალისეებს, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან თავიანთი ქვეყნის პროგრესული ნაწილის პოლიტიკურ ბრძოლას.
ერთი კვირის განმავლობაში, ევროსაბჭოს მიწვევით, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ქართველი და ოსი სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების ერთობლივი ჯგუფი ადგილობრივი კონფლიქტის ისტორიას ვეცნობოდით.
სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი უკვე მეორედ აღადგინა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტზე.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა.
სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ცნობა ვრცელდება იმის შესახებ, თუ ვინ აპირებს და ვინ არა სოჭში ჩასვლას. ოლიმპიური ტურნირი მომავალი წლის 7 თებერვალს იწყება.
რა გადახდა თავს 14 დეკემბერს, ღამით, პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს? გაიყვანა თუ არა მთავარმა პროკურორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი?
ჩამოტვირთე მეტი