გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა საქართველოს მთავარი პროკურორის წარსულს უკავშირდება.
"გადავარჩინოთ დემოკრატია საქართველოში“ - ამ მოწოდებით შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები 28 დეკემბერს ვერის საკალათბურთო დარბაზში.
პარლამენტს კანონის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შერჩევის პროცესის გამო.
ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის ყოველწლიურ აქტს, რომელშიც აღარ არის გამოხატული ეჭვები პოლიტიკური ოპონენტების დევნის თაობაზე.
რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მთავრობის განახლებით უპასუხა კორუფციულ სკანდალს, რომელშიც თურქეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ გახვეულნი.
თამარ სანიკიძის განცხადებით, არაეფექტურად დაგეგმილი ბიუჯეტის გარდა, წინა ადმინისტრაციისგან სამინისტროს პოლიტიზებული და პიარზე გათვლილი სისტემა დახვდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე აღმასრულებელი ორგანოს პირველ პირს უპირისპირდება. გიორგი გიუაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მისი მისამართით ბინძური კამპანია განხორციელდა.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთისათვის შეიქმნა საბაჟო კავშირში შესვლის ისეთივე საგზაო რუკა, როგორიც ყირგიზეთისათვის.
აგვისტოს ომის გარემოებების დამდგენი საერთაშორისო კომისიის დასკვნა პრაქტიკულად უკვე თარგმნილია და შესაბამისი რედაქტირების შემდეგ გამოქვეყნდება.
25 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო თევზაძე, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის პროექტების მენეჯერი.
ეგვიპტის სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა „მუსლიმთა საძმო“ „ტერორისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა.
პროკურატურამ განცხადებით უპასუხა გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებული იყო გერმანიაში.
ჩამოტვირთე მეტი