იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. გოჩა თევდორაძემ ამ პოსტზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა, გასულ კვირაში კი, საკრებულოს ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაცია ჩამოაყალიბა.