სოფელ დიცის რწმუნებულის ზაქარია ვატიტაძის გაღიზიანება და აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელში ჩასულმა ახალგაზრდული ორგანიზაცია „დროას“ წევრებმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს და უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, რაც შეიძლება მეტი ვიზიტი განახორციელოს.
სტანისიჩსა და სიმატოვიჩს ბრალი ედებოდათ 1990-იან წლებში სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში ბოსნიასა და ხორვატიაში.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის კანდიდატია - განცხადება ამის შესახებ მან საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სოფელ დიცში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი, 24 წლის როსტომ სოსიაშვილი - იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ "საზღვრის" გადმოწევა დაიწყეს.
ქართული მხარის პროტესტისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო სასაზღვრო ხაზზე.
სოსიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
პაკისტანში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა თავდასხმისას, რომელიც შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელდა. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ინფორმაციით, მოკლულია ვალი ურ რეჰმან მეჰსუდი - რანგით მეორე პირი პაკისტანში მოქმედი თალიბანის ხელმძღვანელობაში.
ჟან კლოდ მინიონის მიერ თბილისში გამართული შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პრობლემა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი.
ხათუნა ოჩიაური, თავისი პოლიტიკური გუნდის სახელით, მთავარი პროკურატურისგან 26 მაისის მოვლენების სრულყოფილ და კომპლექსურ გამოძიებას მოითხოვს.
ჩამოტვირთე მეტი