ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი პრეზიდენტის პოსტიდან აგვისტოში მიდის. მას შეცვლის ჰასან როჰანი, რომელმაც 14 ივნისის არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება. რვაწლიანი მმართველობის მანძილზე აჰმადინეჟადმა არაერთი მტერი შეიძინა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეთრინ ეშტონი ამბობს, რომ სერბიამ და კოსოვომ ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით „კონკრეტულ პროგრესს“ მიაღწიეს.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
14 ივნისს ირანში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ჰასან როჰანი სასულიერო პირია, ზომიერი პოლიტიკოსი. პრეზიდენტის არჩევას მოჰყვება ხოლმე ახალი პირველი ლედის ვინაობით დაინტერესება, მაგრამ ვინ არის როჰანის მეუღლე, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
შეთანხმებული გეგმა შეიცვალა - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა 23 ივნისს აღარ განადგურდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ 21 ივნისს საგანგებო კომისიის სხდომაზე მიიღეს.
ირანში, 14 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ბევრისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა 64 წლის სასულიერო პირმა ჰასან როჰანიმ, რომელიც შედარებით ზომიერ პოლიტიკოსად ითვლება.
კნუტ ვოლებეკი, ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, 19-20 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა. მან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები დიცი და ხურვალეთიც მოინახულა.
20 ივნისს კნუტ ვოლებეკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში - დიცსა და ხურვალეთში იმყოფებოდა.
დიპლომატიური კორპუსის შემდეგ, სამალავში აღმოჩენილი ვიდეომასალა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა იხილეს.
გორში, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში, სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შეწყვიტა აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკება.
გერმანიის დედაქალაქში, ბერლინის გულში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს სიტყვა წარმოთქვა.
ჩამოტვირთე მეტი