მართლმსაჯულების სფეროს მასშტაბური რეფორმირების მიუხედავად, საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა მაინც დაბალია.
რა გეგმები აქვს შეერთებულ შტატებს ავღანეთში 2014 წლის შემდეგ? ეს შეკითხვა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის პრესმდივანმა ორიოდე დღის წინ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა „ნულოვან ვარიანტსაც“ განიხილავს.
კიშინიოვში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გადაუწურა ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პერსპექტივებს.
ევროკავშირის წარმომადგენლები გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს აქვს შანსი წარმატებით დააგვირგვინოს ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესები.
აშშ-ში, ბოსტონის მარათონზე აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი თავს დამნაშავედ არ ცნობს. 19 წლის ეთნიკური ჩეჩენი ოთხშაბათს წარდგა ბოსტონში სასამართლოს წინაშე.
საქართველოში სხვადასხვაგვარად აღიქვეს პრემიერ-მინისტრის მოწოდება, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ პოლიტიკოსთა დაკავებისგან.
აშშ-ის პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, დარჩებიან თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2014 წლის შემდეგ.
გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რუსი ექსპერტების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სირიელმა მეამბოხეებმა დაამზადეს ნერვული გაზი ზარინი და მარტში ის გამოიყენეს კიდეც ალეპოს სიახლოვეს განხორციელებული იერიშის დროს.
მთავარი პროკურორი კვლავაც რჩება სხვადასხვაგვარი კრიტიკის სამიზნედ ვლადიმერ ბედუკაძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების გამო.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიხედვით, ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით ჯარიმდება.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია ხუთმაგდება და 400-დან 2000 ლარამდე იზრდება.
ჩამოტვირთე მეტი