დასავლეთის მთავრობები სიფრთხილით ეხმაურებიან სამხედრო გადატრიალებას ეგვიპტეში, ვინაიდან ხალხის მიერ არჩეული ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი, ეგვიპტის არმიამ გადააყენა.
ადამიანის უფლებები და მშვიდობის მშენებლობა, დემოკრატიის განვითარება, კულტურათა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და შერიგების პროცესში წვლილის შეტანა – ესაა მთავარი მიზნები კოალიციისა „ნდობის აღდგენისთვის“.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო. პირველი პროექტი ეხება პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობათა დაკავების უფლებას.
ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ადლი მანსური ეგვიპტის მოქმედი პრეზიდენტი გახდა, მას მერე, რაც შეიარაღებულმა ძალებმა შარშან არჩეული პრეზიდენტი გადააყენეს.
„ნატოს ალიანსს თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე რთული ათწლეული ელოდება“. ამის თაობაზე 29 ივნისს ბათუმის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სემინარზე განაცხადა სტივენ სესტანოვიჩმა.
18 სექტემბრიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტრანსპორტის გადაადგილებას აკრძალავს.
ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, დევნილების დაბრუნებისა თუ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სხვა აქცენტების შემცველ დეკლარაციაში სადავოდ რჩება პოლიტპატიმრების თემა.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში უკანონო შემოწირულების მიღების საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წამოსწია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო.
არჩევნების უქმე დღეს გამართვის მიზანშეწონილობაზე რადიო თავისუფლების დილის ეთერში ისაუბრა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტი, მისი მრჩევლის განცხადებით, უცნობ ადგილას გადაიყვანეს. ამ ცნობას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“.
ტურისტებსა თუ სხვა მიზნით საქართველოში ჩასვლის მსურველთ ვიზის მიღება შეეძლებათ არა მხოლოდ საკონსულოებში, არამედ საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზეც.
ჩამოტვირთე მეტი