სოფელ ერგნეთში ჩასულს, თვალში წითელი და თეთრი სახურავები მოგხვდებათ, მაგრამ სოფლის შესასვლელში პირველივე სახლი ისევ დამწვარი და განადგურებულია. დანიის ლტოლვილთა საბჭოს დახმარებით, სოფელში სახლების ნაწილი გადაიხურა და რამდენიმე ოთახიც შეკეთდა, მაგრამ სახლების ნაწილს ისევ ომის კვალი ეტყობა.