სირიაში ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რომელშიც გაეროს ექსპერტები იმყოფებოდნენ. ისინი ქიმიური იარაღით განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის ადგილის შესამოწმებლად მიდიოდნენ.
სამართლიანობის აღდგენის თემა საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური ხდება, თუმცა საქმიანი, საინტერესო დისკუსიები ამ თემაზე იშვიათად ტარდება.
სერგეი ლავროვი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის შესახებ და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.
გასული კვირის ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის - „მე-9 არხისა“ - და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-ის“ ფლობაზე უარს აცხადებს.
პრემიერ-მინისტრის ვარაუდით, საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას 3-4 წელიწადში შეძლებს, თუმცა ამ დროისათვის ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება პოლიტიკურ თანამდებობაზე.
მიმდინარე კვირაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებას, რომელსაც სირიის მმართველ რეჟიმს უყენებენ, გაეროს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ერთიანი კანდიდატი წარმოადგინა.
ნანა ვანიშვილი და ალექსანდრე ცერცვაძე მცირეწლოვან შვილთან და თანასოფლელთან ერთად წითელუბნისა და ხურვალეთის გზაზე შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს.
სახალხო აჯანყებებმა, რომლებიც ორი წლის წინ მოედო ლიბიას, ტუნისს, სირიასა და ეგვიპტეს, მოქალაქეებს ვერ მოუტანა დაპირებული დემოკრატიული რეფორმები და ცხოვრების გაუმჯობესებული პირობები.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, პენტაგონში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვის სფეროს პირველი პირები.
სირიის სამთავრობო ძალები განაგრძობენ დამასკის იმ უბნის დაბომბვას, სადაც, ოპოზიციური ძალების თქმით, ოთხშაბათს ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა.
სირიის მთავრობა უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, ასადის რეჟიმმა დამასკის გარეუბანში მეამბოხეთა პოზიციებზე იერიშის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენაო.
ჩამოტვირთე მეტი