იემენის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ უწყების ქვედა რგოლის ყველა წარმომადგენელს და თავის მოქალაქეებს.
საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავი წელს პირველად აღინიშნება ახალი ხელისუფლების ვითარებაში.
ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა ორი ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო არაადეკვატურად გამოეხმაურა ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით.
პატარა ლიახვის ხეობაში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში, 5 წლის განმავლობაში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარებელი იყო.
5 აგვისტოს საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ტრაქტორების საქმეზე“ გამართული წინასასამართლო სხდომა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და რვა აგვისტოსათვის გადაიდო.
5 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანიშვილი, კონფლიქტოლოგი, კოალიციის - "დევნილთა უფლებებისთვის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის ინტერვიუზე,
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, სხვა პირებთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი რამდენიმე ეპიზოდში
გეგუთის კოლონიაში ცემის შედეგად დაღუპული პატიმრის ლევან კორტავას ოჯახი ეჭვის თვალით უყურებს გამოძიების შედეგებს და ფიქრობს, რომ მთავარი დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ.
აშშ-ში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რუსეთის გადაწყვეტილებას ედვარდ სნოუდენისათვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ. მანამდე ვაშინგტონი რუსეთს მოუწოდებდა, მისთვის გადაეცა სნოუდენი.
„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელიც პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა, საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა შესაძლებელია მონაწილეობა ვერ მიიღოს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ჩამოტვირთე მეტი