ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები გამოეხმაურნენ ბარაკ ობამას შაბათის განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-ის ლიდერი კონგრესს მიმართავს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილების მხარდასაჭერად.
გასულ კვირაში საქართველოს მედიის ყურადღება ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში რელიგიურ ნიადაგზე არსებული დაძაბული ვითარებისა და სირიაში განვითარებული მოვლენებისაკენ იყო მიმართული.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება სირიაზე შეტევის განხორციელების შესახებ.
აშშ შესაძლო შეტევას განახორციელებს იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ძალის გამოყენებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობა.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე სირიაში იმყოფებიან, საგარეო უწყება, მოსალოდნელი ხიფათის თავიდან ასაშორებლად, ”კატეგორიულად ურჩევს” ქვეყნის დატოვებას.
30 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სირიაში ინტერვენციას მხარი არ დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობა სხვადასხვანაირად გამოეხმაურა.
მსოფლიოში აქტიურად განიხილება ომის შესაძლო ვარიანტები, ზეგავლენები და შედეგები. გამონაკლისს ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტი არ მალავს, რომ არ არის დაინტერესებული „სირიაში გაურკვეველი შედეგის მქონე“ კონფლიქტში ჩართვით. მაგრამ ბარაკ ობამას აუცილებლად მიაჩნია, პასუხი აგოს ძალამ, რომელმაც საერთაშორისო ნორმები დაარღვია.
უკვე შეუწყდა უფლებამოსილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
ლაფანყურის სპეცოპერაციის წლისთავზე უშედეგო საგამოძიებო პროცესით უკმაყოფილო სახალხო დამცველი ალტერნატიული გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
29 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სტრატეგიული კვლევების ცენტრის თანამშრომელი, პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე. მან ილაპარაკა სირიის საკითხზე - იქ მიმდინარე პროცესში შესაძლო საერთაშორისო სამხედრო ჩარევასა და სავარაუდო შედეგებზე.
ბან კი-მუნის განცხადებით, გაეროს ექსპერტებს, რომლებიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას იძიებენ, მეტი დრო უნდა მიეცეთ.
ჩამოტვირთე მეტი