ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას არჩევას იწონებენ როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და ანდრეი დეშიცა ჩავიდნენ. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ოსურ მხარესთან მომავალი დისკუსიის დღის წესრიგის შეთანხმება იყო.
12 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა მურღულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
მსოფლიოში გააქტიურდა დიპლომატიური ძალისხმევა სირიის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტის მოსამზადებლად. პროექტს საფუძვლად დაედება ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დამყარებას.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა წელს, მაისიდან შეაჩერა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობამ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ვახტანგ ყოლბაია დაამტკიცა.
მოსკოვში სასამართლომ დედის დასაფლავებაზე დასწრების უფლება არ მისცა მიხაილ კოსენკოს - ფსიქიკურად დაავადებულ პირს, რომელიც 2012 წელს მოსკოვში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა დაასახელა.
მოსკოვის მერის არჩევნებში მოქმედმა მერმა, კრემლის მხარდაჭერის მქონე სერგეი სობიანინმა გაიმარჯვა. მოსკოვის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მას ხმების 50 პროცენტზე მეტი ერგო.
როდესაც ამერიკელ კანონმდებლებს ესაუბრებოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დარწმუნებით განაცხადა, შეზღუდული სამხედრო ოპერაცია სირიის რეჟიმის წინააღმდეგ არ გააძლიერებს „ალ ყაიდის“ ექსტრემისტებს.
აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის პირველი მდივანი, 36 წლის დმიტრი ვიშერნიოვი მოკლეს.
უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, რომლებიც დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობის იყო, მედიის თანდასწრებით განადგურდა.
ჩამოტვირთე მეტი