განვლილი კვირის პირველი სამუშაო დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების ცხოვრებაში დიდი საავიაციო შოუთი აღინიშნა.
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
ევროკომისრის თქმით, სომხეთი არ შეიძლება ერთდროულად იყოს საბაჟო კავშირის წევრიც და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასაც მოაწეროს ხელი.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოქტომბრიდან, საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, მუშაობას შეაჩერებს და წინასაარჩევნო რეჟიმში გადავა.
ერთდღიანი სამიტის ყურადღების ცენტრში იყო ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან "სახელმწიფო საზღვრის" შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას არჩევას იწონებენ როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და ანდრეი დეშიცა ჩავიდნენ. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ოსურ მხარესთან მომავალი დისკუსიის დღის წესრიგის შეთანხმება იყო.
12 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა მურღულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
მსოფლიოში გააქტიურდა დიპლომატიური ძალისხმევა სირიის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტის მოსამზადებლად. პროექტს საფუძვლად დაედება ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დამყარებას.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა წელს, მაისიდან შეაჩერა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობამ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ვახტანგ ყოლბაია დაამტკიცა.
ჩამოტვირთე მეტი