მოსკოვის მერის არჩევნებში მოქმედმა მერმა, კრემლის მხარდაჭერის მქონე სერგეი სობიანინმა გაიმარჯვა. მოსკოვის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მას ხმების 50 პროცენტზე მეტი ერგო.
როდესაც ამერიკელ კანონმდებლებს ესაუბრებოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დარწმუნებით განაცხადა, შეზღუდული სამხედრო ოპერაცია სირიის რეჟიმის წინააღმდეგ არ გააძლიერებს „ალ ყაიდის“ ექსტრემისტებს.
აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის პირველი მდივანი, 36 წლის დმიტრი ვიშერნიოვი მოკლეს.
უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, რომლებიც დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობის იყო, მედიის თანდასწრებით განადგურდა.
ლატვიის დედაქალაქში, რიგაში, დასრულდა ორდღიანი კონფერენცია, რომლის დასკვნითი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის მოახლოებული სამიტი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე ისაუბრა.
სანკტ-პეტერბურგში, სადაც მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი 20 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ, ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას.
რამდენიმეთვიანი ყოყმანის შემდეგ, სომხეთმა განაცხადა, რომ გაწევრიანდება საბაჟო კავშირში, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედებს. ხოლო, უკრაინა აპირებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას.
საქალაქო სასამართლომ „საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
6 სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
დღეს დილით რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო „საქართველოს გზის“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი.
რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე საზოგადოების აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი დე ფაქტო რესპუბლიკაში.
ჩამოტვირთე მეტი