გასული სამუშაო კვირა წინასაშობაო განწყობითა და მასთან დაკავშირებული მოვლენებით დაიწყო. წინა ორი დღის დარად, 6 იანვარსაც მცხეთაში ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ ქალაქში ათასობით მორწმუნემ მოიყარა თავი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში უკვე დაიწყო იმ გადამზიდავთა საბუთების მიღება, რომლებსაც გამარტივებული წესით სურთ რუსეთის ფედერაციის ვიზების აღება.
აშშ შეშფოთებულია ქაბულის გეგმით, ციხიდან გაათავისუფლოს პატიმრები, რომლებიც, ვაშინგტონის თანახმად, საფრხეს წარმოადგენენ. რატომ მიაჩნია სარისკოდ ვაშინგტონს ავღანეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი?
10 იანვარს, წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის კრიტიკის სამიზნე გახდა ორი საკანონმდებლო საკითხი, რომლებიც ბოლო პერიოდში მედიის საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა.
სად უნდა ვეძებოთ ბოლო წლებში საქართველოში გაძლიერებული ანტიდასავლური განწყობის საფუძველი? უნდა ველოდოთ თუ არა მომავალში ამ განწყობის კიდევ უფრო გაძლიერებას?
პაატა ზაქარეიშვილის უწყებისთვის სახელის შეცვლას ცხინვალიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ სახელის შეცვლით, პირველ რიგში, წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა სწორდება.
„უპრეცედენტო ძალისხმევა“ და „კეთილშობილური საქმე ძალიან სამწუხარო პირობებში“ - ასე აფასებს სირიაში ბირთვული იარაღის განადგურების ამოცანას ოფიციალური პირი.
ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში ოპოზიცია ყოველი ახალი ფინანსური წლის დაგეგმვისას აპროტესტებდა იმას, რომ ადგილობრივი ბიუჯეტები სოციალური პრობლემების არაადეკვატური იყო.
კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ უწყებების წრე, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ გადასახადის გადამხდელებთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციაზე.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადგილობრივ პოლიტიკურ ძალთა ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რიმ რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
8 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, კოალიციის "მედიის ადვოკატირებისთვის" კოორდინატორი.
2014 წელს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია იცვლის თავმჯდომარეს, ხელმძღვანელს, მათ შორის, მორიგე თავმჯდომარეს იცვლის ევროკავშირი, ასევე - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.
ჩამოტვირთე მეტი